

2014 წლის 14 სექტემბერს, ქალაქ გორში, თეატრის მიმდებარე სკვერში, გორის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მეღვინეებმა მთელი საქართველოდან, რომლებმაც საკუთარ ოჯახებში დაყენებული ღვინო წარმოადგინეს. ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, აგრეთვე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები. გაიმართა კონცერტი, რომელშიც ანანო მჟავიამ და ჯგუფმა კანუდოსმა მიიღეს მონაწილეობა.
გორის ღვინის ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების“ ორგანიზებით.
ფესტივალი მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ღვინოების პოპულარიზებას, მონაწილე მეღვინეთა კატალოგების შექმნას, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებასა და შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას.
-
ასოციაცია "ღვინის ოსტატები" და მეღვინე არტიზანები განცხადებას ავრცელებენ2024-04-14
ასოციაცია „ღვინის ოსტატები“ და მეღვინე არტიზანები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გმობენ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „რუსულ კანონს“ და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ხელს 50-ზე მეტი მეღვინე აწერს. მათ შორის ანდრო ბარნოვი („ღვინის ოსტატები“), ნიკა ვაჩეიშვილი („ვაჩეიშვილის მარანი“), ჯონ უერდემანი („ხოხბის ცრემლები“), ნუკრი ქურდაძე („ფაფრის ველი“), ქეთო ნინიძე („საოჯახო მარანი „ოდა“), თამარ პატარიძე („პატარიძის რაჭული“), თამარ ბოჭორიშვილი („როჭოს ვენახები“), ალექსი ციხელიშვილი („ციხელიშვილის მარანი“), ვაჟა კასრელიშვილი („გებრალე“) და სხვები.
წაიკითხეთ სრულად
-
მოკლედ საქართველოს მეღვინეობის შესახებ2023-02-26
საგულისხმოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის წარმოებას კიდევ უფრო ძველი ისტორია ქონდეს, ვიდრე ეს 5900 წლის წინანდელი არტეფაქტებით დასტურდება. ასევე, შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ჯერ შუამდინარეთისა და ირანის, შემდეგ კი საბერძნეთისა და რომის გავლით ღვინომ საქართველოს ტერიტორიიდან დიდი გზა განვლო და ჯერ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა, დღეს კი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პროდუქტთა შორის ერთ-ერთი უპირველესია. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველო ორი რამის გამო არის ევროპა. ერთი - ესაა ქრისტიანობა, მეორე კი - ღვინო.
წაიკითხეთ სრულად
-
ჩინური: სახელწოდების ეტიმოლოგიისთვის2023-01-30
სტატია იკვლევს აღმოსავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშის - ჩინურის - სახელწოდების ისტორიულ წარმომავლობასა და სემანტიკურ ფენებს. ქართული ლექსიკოგრაფიის, შედარებითი ენათმეცნიერებისა და ინდოევროპულ, ალტაურ და სემიტურ ენებში არსებული პარალელების საფუძველზე, ავტორი ასკვნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინ- ფუძე ორგანულად ქართულია და სინათლესთან, ხილვადობასთან და არსებობასთან არის დაკავშირებული, მისი „თეთრის" მნიშვნელობით გამოყენება საქართველოში, სავარაუდოდ, მონღოლთა გავლენით დამკვიდრდა XIII-XIV საუკუნეებში. კვლევა აჩვენებს, რომ ჩინური თავდაპირველად უბრალოდ „თეთრ ყურძენს" ნიშნავდა, რაც ასახავს როგორც ენობრივ ისტორიას, ისე ამ ჯიშის დომინანტურ გავრცელებას ქართლურ მევენახეობაში.
წაიკითხეთ სრულად